ჩვენი
მეღვინეობა
მეღვინეობა შილდა 2014 წელს დაარსდა, თუმცა მისი ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო. ჩხარტიშვილების ოჯახში ღვინის ტრადიცია ყოველთვის არსებობდა, და სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელების სურვილი გახდა მეღვინოება შილდას შექმნის მთავარი მიზეზი.
ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს საქართველოს მევენახეობის მთავარ რეგიონში - კახეთში, სოფელ შილდაში. ექვსი ჰექტარის ფართობზე გაშენებული ვენახები და საწარმო კი აღჭურვილია თანამედროვე, ენერგოეფექტური, იტალიური და ფრანგული დანადგარებით.
შილდა მულტიპროფილური მეღვინეობაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს როგორც ვაზის ჯიშების შერჩევასა და მოვლას, ისე ამ პროცესების მართვასა და ოპტიმიზაციას. წარმოებაში დანერგილი მეთოდები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ღვინოების ფართო ასორტიმენტი განსხვავებული სავაჭრო სეგმენტისთვის.
სოფელი შილდა საქართველოს მევენახეობის უმთავრეს რეგიონში-კახეთში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. ეს ადგილი განსაკუთრებულია არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ყურძნის მოშენებისთვის საჭირო უნიკალური პირობებითაც. ქინძმარაულის ზონის განსაკუთრებული კლიმატი და მინერალებით მდიდარი ნიადაგის მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უმაღლესი ხარისხის უნიკალური ქართული ღვინოები.