ერთი ვენახი & საავტორო ბლენდი
ერთი ვენახის ღვინო - ტერუარის ყველაზე სუფთა გამოხატულება თითოეულ ჭიქაში.
წარმოგიდგენთ საქართველოს პრინცის ხუან (იოანე) ბაგრატიონის ღვინოების ბრენდს - "პრინცი იოანე ბაგრატიონი". მისი მიზანია გააცოცხლოს მეღვინეობის ტრადიცია სამეფო ოჯახში, შეინარჩუნოს ტრადიციული მეთოდები და მრავალფეროვნება შემატოს ქართული ღვინის ინდუსტრიას.
საქართველოში 12 კლიმატური ზონა და 49 ტიპის ნიადაგია, შედეგად, ერთსა და იმავე ვაზის ჯიშს განსხვავებული გემო აქვს ვენახის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
ღვინის წარმოებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ შევარჩიოთ კონკრეტული ვაზის ჯიში, გამოვიკვლიოთ ნიადაგი, დღის შუქის ინტენსივობა, ქარი და ტენიანობა. წარმოებისთვის კი მხოლოდ ისეთ ადგილს ვირჩევთ, რომელიც საუკეთესო მოსავალს უზრუნველყოფს.
პრინც იოანე ბაგრატიონის ტერუარული ღვინოები უნიკალური სტაბილურობით გამოირჩევა - უცვლელია ნიადაგი, კლიმატური ზონა და ადამიანები, რომლებიც ვენახზე ზრუნავენ.
სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ერთი ვენახის ღვინოების სტაბილურად დახვეწილ, მდიდარ და უნიკალურ გემოს.
ღვინის ტიპი: ქარვისფერი მშრალი ყურძნის ჯიში: ქისი, ხიხვი, რქაწითელი სელექციურობა: საავტორო ბლენდი მოცულობა: 750 მლ
ღვინის ტიპი: ქარვისფერი მშრალი ყურძნის ჯიში: ქისი, ხიხვი, რქაწითელი სელექციურობა: საავტორო ბლენდი მოცულობა: 750 მლ
ღვინის ტიპი: ქარვისფერი მშრალი ყურძნის ჯიში: ქისი, ხიხვი, რქაწითელი, მწვანე, კრახუნა, ცოლიკოური, შარდონე სელექციურობა: საავტორო ბლენდი მოცულობა: 750 მლ
ღვინის ტიპი: წითელი მშრალი ყურძნის ჯიში: საფერავი სელექციურობა: საავტორო ბლენდი მოცულობა: 750 მლ