top of page
ღვინის ისტორია

დღესდღეობით, საქართველო ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული და ამას რამდენიმე არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს. პირველ რიგში,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია მსოფლიოში უძველესი, 8000 წლით დათარიღებული, ყურძნის წიპწები, რომლებიც ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. გარდა ამისა,საქართველოში აღმოაჩინეს ამ ეტაპისთვის ყველაზე ძველი ღვინის შესანახი ჭურჭელი, ქვევრი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით VI-V ათასწლეულებით თარიღდება.

 

2013 წელს იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი. ეს ფაქტი კი საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი არსებობის კიდევ ერთი აღიარებაა.

 

საქართველოს ვაზის ერთი-ერთი ყველაზე მდიდარი გენეტიკური ფონდი აქვს, რომელიც 500-ზე მეტი ენდემური ჯიშისგან შედგება.

ცნობები ქართული ღვინის შესახებ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხით VI ათასწლეულიდან გვხვდება, თუმცა, ქართული ღვინის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად XIX საუკუნე მიიჩნევა, როდესაც ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად შექმნა ევროპული წესით დაყენებული ღვინო და ხელი შეუწყო ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

 

მეღვინეობა ოდითგანვე ქართველებისთვის წმინდა საქმიანობა იყო, ვაზი კი სიცოცხლის სიმბოლო.

ვაზის გავლენა შეინიშნება ქართული კულტურის მრავალ დარგში – ფოლკლორულ და მრავალხმიან სიმღერებში, მითოლოგიასა თუ პოეზიაში, არქიტექტურასა თუ სახვით ხელოვნებაში.

 

საუკუნეების მანძილზე თაობებმა გადმოსცეს ღვინის ტრადიცია - ღვთაებრივი სასმელი, გემო და სურნელი, რომელიც ათასწლეულების სიღრმიდან მოდის.

bottom of page